მოკვლევის ორგანოები

მოკვლევის ორგანოები
1. მოკვლევის ორგანო არის სახელმწიფო დაწესებულება ან სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედება, თუ რაიმე მიზეზით ამ მოქმედების ჩატარება არ შეუძლია გამომძიებელს ან პროკურორს, აგრეთვე წინასწარი გამოძიების დროს ჩაატაროს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით.2. მომკვლევი არის მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედება. 3. მოკვლევის ორგანოები არიან:ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მოკვლევის საწარმოებლად _ ყველა დანაშაულის საქმეზე, გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა;ბ) სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების მეთაურები და სამხედრო დაწესებულებათა უფროსები - სამხედრო გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;გ) სახელმწიფო უშიშროების მოკვლევის ორგანოები - სახელმწიფო უშიშროების გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე; დ) სასაზღვრო დაცვის მოკვლევის ორგანოები - სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დანაშაულის, საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის საქმეებზე; ე) საგადასახადო სამსახურის მოკვლევის ორგანოები - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების, დამალული ან შემცირებული შემოსავლების საქმეებზე; ვ) საბაჟო სამსახურის ორგანოები - საბაჟო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების, აგრეთვე საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთების საქართველოში დაუბრუნებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე; ზ) სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, საგამოძიებო იზოლატორების უფროსები - ამ დაწესებულებათა და იზოლატორთა თანამშრომლების მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და ამ დაწესებულებებისა და იზოლატორების განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე; თ) ნაოსნობაში მყოფი საზღვაო ხომალდის კაპიტანი; ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მათ მიერ დაცული ობიექტების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე.
Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»